HotelHub-ის მონაცემებით, მსოფლიოში სასტუმროს ნომრის საშუალო ფასი წინა წელთან შედარებით 7.17%-ით გაიზარდა და ღამეში 189 აშშ დოლარი შეადგინა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ზრდა 2025 წელს შედარებითი სტაბილურობის პერიოდის შემდეგ მოხდა „ცვალებადი გეოპოლიტიკური პირობებისა და სავაჭრო პოლიტიკის ფონზე“.

ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ევროპაში დაფიქსირდა, სადაც სასტუმროების საშუალო ფასები 13.88%-ით გაიზარდა და ღამეში 175 დოლარს მიაღწია.

ზოგიერთ ძირითად საქმიან ცენტრში ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იყო: მაგალითად, მილანში (+29.29%), სტოკჰოლმში (+22.11%) და ამსტერდამში (+18.62%).

აშშ-ში ფასები 7.61%-ით გაიზარდა და საშუალოდ 226 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჯავშნები თითქმის 12%-ით შემცირდა, რამაც სასტუმროების შემოსავლის 27 მილიონ დოლარზე მეტი დანაკარგი გამოიწვია.

ანალიტიკოსების ცნობით, ფასების ზრდის მიუხედავად, ბიზნეს მოგზაურები კომფორტის ჩვეულ დონეს ინარჩუნებენ. 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაჯავშნის წილი 12.13%-მდე გაიზარდა, ხოლო ოთხ და სამვარსკვლავიან სასტუმროებში - სტაბილური დარჩა, შესაბამისად, დაახლოებით 45% და 38%. ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენის მიზნით, მოგზაურები მოგზაურობის ზოგიერთ პარამეტრს ცვლიან: მაგალითად, ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა 2.5 დღიდან 2.43 დღემდე შემცირდა რამაც ხელი შეუწყო საშუალო დაჯავშნის ხარჯების ზრდის 4.62%-ით შეკავებას.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე