ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 454.2 მლნ-იანი ჯარიმა დააკისრა. ის უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში ცნეს დამნაშავედ.

სასამართლომ ასევე $4.7 მლნ-ის გადახდა დააკისრა მის შვილებს, დონალდ ტრამპ უმცროსსა და ერიკ ტრამპს. $1.1 მლნ-ის გადახდა მოუწევს „ტრამპ ორგანიზაციის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ალენა ვაისელბერგს.

ჯარიმის საერთო თანხა $464.6 მლნ-ს შეადგენს, ჯარიმის გადახდამდე ტრამპს ყოველდღიურად $114 000-ზე მეტი ოდენობის პროცენტი დაეკისრება.

უძრავი ქონების თაღლითობის საქმე 2019 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოძიებით გასაჯაროვდა, რომლითაც გაირკვა, რომ დონალდ ტრამპის ბიზნესი არ ადეკლარირებდა შემოსავალს და არ იხდიდა გადასახადებს. საუბარია Trump Organization-ში თაღლითობის საქმეზე. დონალდ ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.