უეფა-მ ერთა ლიგის მატჩების მსაჯთა ვინაობა შეხვედრებამდე ორი დღით ადრე გაასაჯაროვა. საქართველოსა და უნგრეთის დაპირისპირებას ონდრჟეი ბერკა უხელმძღვანელებს.
მატჩის დღეს ჩეხ მსაჯს 39 წელი უსრულდება. კარიერის განმავლობაში მას არცერთხელ უმსაჯია საქართველოს და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში და არც ჩვენი ორი ქვეყნის საკლუბო გუნდებთან ჰქონია შეხება.
ბერკა ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში 2016 წლიდან მსაჯობს, 2021 წლიდან კი ფიფა-ს კატეგორიის არბიტრია.
ბერკას ასისტენტობას მატეი ვლჩეკი და კამილ ჰაიეკი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი ონდრჟეი პეხანეცი იქნება. ვიდეო ასისტენტ მსაჯად (VAR) გერმანელი საშა შტეგემანი იმუშავებს, რომელსაც ჩეხი მიროსლავ ზელინკა დაეხმარება.
ერთა ლიგის B2 დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრა საქართველო-უნგრეთის შორის შაბათს, 14 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. 21:00 საათიდან მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.