ბელგიელი მყვინთავი სტეფან პანისი ირლანდიაში Guinness-ის შტაბ-ბინას ეწვია და კომპანიას ლა-მანშის ფსკერზე ნაპოვნი ლუდის ბოთლი გადასცა. ეს ინფორმაცია მან Instagram-ზე გააზიარა.

„ისტორიის ნაწილს იქ ვაბრუნებთ, სადაც ყველაფერი დაიწყო. Mindoro-ს ჩაძირვის ადგილას ნაპოვნი გინესის ბოთლი საბოლოოდ სახლში ბრუნდება“, - წერს მყვინთავი.

პანისმა ხელუხლებელი ლუდის ბოთლი 30 მეტრის სიღრმეზე 2026 წლის აგვისტოში აღმოაჩინა. ის ბრიტანული სავაჭრო გემის ნამსხვრევებს შორის იპოვეს.

ვრცლად RBC – ზე