მიმდინარე თვიდან, მიკრობანკ ემბისიში 500,000 ლარამდე მოცულობის ბიზნეს სესხების მიღება ხდება შესაძლებელი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტის ზრდა პირდაპირ პასუხობს ორგანიზაციის ძირითადი სეგმენტის - მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესისა და თვითდასაქმებული პირების მზარდ მოთხოვნებს, ხოლო მეწარმეებს საქმიანობის გაფართოებისა და ფინანსურ რესურსებზე მარტივი წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

“ჩვენი მიზანია, დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა სფეროში საქმიანობენ ან რა ტიპის შემოსავალი აქვთ - ფიქსირებული ხელფასი, ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გზავნილი, იჯარა თუ სხვა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე, საოჯახო და აგრო ბიზნესების წარმომადგენლებს, კერძო მეწარმეებსა და თვითდასაქმებულ პირებს, მათ შორის რეპეტიტორებს, ხელოსნებსა თუ სხვა კერძო პროფესიულ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს,” - ამბობს ემბისის კომერციული დირექტორი, გიორგი ღვალაძე.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მეწარმესთვის დრო მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც პირველ რიგში საკუთარი საქმიანობის განვითარებას უნდა მოხმარდეს. სწორედ ამიტომ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეავსონ განაცხადი და გაიარონ შესაბამისი პროცედურები დისტანციურად, მომსახურების ცენტრში ვიზიტისთვის დროის დახარჯვის გარეშე. ამასთან, დისტანციური მომსახურების არჩევა ემბისიში ფინანსურადაც უფრო ხელსაყრელია - ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს სესხის მიღება რამდენიმე პროცენტული პუნქტით დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით შეუძლია. “ამგვარად, მეწარმე არა მხოლოდ დროს ზოგავს, არამედ დაფინანსების ხარჯსაც ამცირებს,” - ამბობს გიორგი ღვალაძე.

დაკრედიტების მაქსიმალური ზღვარის ნახევარ მილიონ ლარამდე გაზრდით ფინანსური რესურსის მიღება მეტად ხელმისაწვდომი ხდება მათთვისაც, ვისაც სურს არსებული ვალდებულებების პარალელურად დამატებითი რესურსების მოზიდვა ან სესხების გაერთიანება ერთ ორგანიზაციაში, პირობების გაუმჯობესების მიზნით.

აქვე, შეგახსენებთ, რომ მიკრობანკმა ემბისიმ ნოემბრის დასაწყისიდან ბაზარს განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრები წარუდგინა, რომელიც გაუმჯობესებულ საკრედიტო პირობებს, გამარტივებულ პროცედურებსა და გაზრდილ ლიმიტებს აერთიანებს. სესხების მიღება შესაძლებელია როგორც უზრუნველყოფის გარეშე, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა თუ უძრავი ქონების უზრუნველყოფით.

ემბისი მომავალშიც გააგრძელებს ბაზრისთვის საინტერესო სიახლეების, ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას. მიკრობანკი მუდმივად აკვირდება მომხმარებლების საჭიროებებს და მუშაობს ისეთი გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივს, ხელმისაწვდომსა და ხელსაყრელს გახდის - „სწორედ ეს არის ჩვენთვის საღი აზრი საბანკო მომსახურებაში - მარტივად, გამჭვირვალედ და ადამიანურად“ - აღნიშნავს გიორგი ღვალაძე.

ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით არსებული 18 მომსახურების ცენტრის მეშვეობით 230,000-ზე მეტ ადამიანს გაუწია მომსახურება. ემბისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული პირველი მიკრობანკია და საქმიანობს მიკრობანკებისთვის დადგენილი მარეგულირებელი და საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად. კომპანიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მათ შორის ResponsAbility, Incofin, Symbiotics, Triple Jump, Finance in Motion და Enabling Qapital-თან. საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ემბისის საშუალებას აძლევს, განავითაროს საქმიანობა და მომხმარებლებს ახალი ფინანსური შესაძლებლობები შესთავაზოს.

მიკრობანკი ემბისის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაიგეთ ვებ-გვერდზე.