საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასევე, სჯერა პარტნიორების სოლიდარობის 29 დეკემბერს და მას შემდეგაც.
"საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მჯერა თქვენი სოლიდარობის! 29-ში [დეკემბერს] და მერეც... ახალ არჩევნებამდე!" , - წერს ზურაბიშვილი X-ზე.