საფრანგეთის სენატის კომისიამ 22:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე ციფრული კომენდანტის საათის დაწესებისკენ მოუწოდა, რომლის დროსაც 18 წლამდე მოზარდებს სოციალურ მედიაზე წვდომა აეკრძალებათ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

საფრანგეთის პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ასეთი ღონისძიება ეფექტური იქნება სოციალური მედიის მიერ მიყენებული ზიანის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანგარიშში ჯერ არ არის მითითებული, თუ როგორ გააკონტროლებენ კომენდანტის საათს.