საფრანგეთის ავიადისპეტჩერების უდიდესი პროფკავშირი, SNCTA, 18 სექტემბრის დილიდან 19 სექტემბრის საღამომდე 24-საათიან გაფიცვას გამართავს. აქცია დაკავშირებულია მუშების მოთხოვნებთან, ხელფასების ინდექსაციის და სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს(DGAC) მუშაობის რეფორმირების შესახებ.

პროფკავშირმა განაცხადა, რომ მენეჯმენტი „ხასიათდება უნდობლობით, სადამსჯელო პრაქტიკით და დამამცირებელი მენეჯმენტის მეთოდებით“.

პროტესტი ქვეყნის ყველა აეროპორტს შეეხება, მათ შორის პარიზის შარლ დე გოლს. ავიაციის კოორდინატორის, Eurocontrol-ის თქმით, ფრენების დაგვიანება და გაუქმება შესაძლებელია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მისი საჰაერო სივრცის გავლით მარშრუტებზეც - მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან.

SNCTA-ს პროფკავშირი აცხადებს, რომ საავიაციო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ის უკიდურეს საშუალებად გაფიცვას მიმართავს. მგზავრებს ურჩევენ, წინასწარ შეამოწმონ ფრენის სტატუსი და მოემზადონ მთელ ევროპაში საჰაერო მიმოსვლის შეფერხებებისთვის.

წყარო: 34travel.me