საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მყოფ ფრანგ მოქალაქეებს რომ პოლიციის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს თავისი ვინაობის დამტკიცება და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება აეკრძალოს იმ პირებსაც კი, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას.
"2023 წლის 28 ნოემბრიდან თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ყოველდღიურად იმართება ხანდახან მასშტაბური აქციები.
ამ აქციების დროს ხშირად ხდება დაკავებები და ძალოვანთა მიერ დემონსტრანტების ძალით დაშლა, განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე — თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ასეთ აქციებში მონაწილეობა შესაძლოა დაჯარიმდეს დიდი ოდენობის ჯარიმებით (5,000 ლარი თითო ჯარიმაზე, რაც აღემატება 1,600 ევროს და შესაძლებელია რამდენიმე ჯარიმის დაკისრება ერთდროულად).
რეკომენდებულია, რომ საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს თავისი ვინაობის დამტკიცება.
საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება აეკრძალოს იმ პირებსაც კი, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას. მოგზაურებს ურჩევენ, გამგზავრებამდე წინასწარ გადაამოწმონ, არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უარის მიღების რისკს ზრდის — მათ შორის შეიძლება იყოს აქციებში მონაწილეობა ან სოციალური ქსელებით გაწეული აქტივობა. საქართველოში ხელმეორედ შესვლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მსგავსი აქციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის მძიმე ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდის აუცილებლობასთან", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს პოლონეთის საელჩომაც გაავრცელა.