საერთაშორისო ექსპერტებმა აქთაუს მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

დღეს საავიაციო ინციდენტების შემსწავლელმა კომისიამ 17 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით შეხვედრა გამართა და სამოქმედო გეგმა შეადგინა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, კომისია უახლოეს პერიოდში ეწვევა შემთხვევის ადგილს.

კომისიის მიზანია ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და რეკომენდაციების შემუშავება მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
აღსანიშნავია, რომ კომისიას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი, მარატ კარაბაევი ხელმძღვანელობს.

წყარო: 1 არხი