საბერძნეთი, პირველად 20 წლის განმავლობაში, იტალიას დაუთმობს ევროზონის ყველაზე დიდი ვალების მქონე ქვეყნის სტატუსს და ეს წელს მოხდება უკვე მიმდინარე წელს, – ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine ავრცელებს Reuters-სა და იტალიის ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის გეგმაზე დაყრდნობით.

წელს საბერძნეთის სახელმწიფო ვალი მშპ-ს დაახლოებით 137%-მდე შემცირდება. შედარებისთვის, 2025 წელს ის 145%-ს შეადგენდა.

2020 წლიდან საბერძნეთმა ვალი 45 პროცენტულ პუნქტზე მეტით შეამცირა. ეს მნიშვნელოვანი შედეგია ქვეყნისთვის, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ევროზონაში ყველაზე დავალიანებული ეკონომიკის რეკორდს ინარჩუნებდა.

„მიმდინარე წლიდან დაწყებული საბერძნეთი აღარ იქნება ევროზონაში ყველაზე დიდი ვალის მქონე ქვეყანა“ – განუცხადა ორი ბერძენი ჩინოვნიკიდან ერთ-ერთმა Reuters–ს.

ახალი მაჩვენებლები საბერძნეთის მრავალწლიან ფინანსურ გეგმაში იქნება ასახული, რომელიც ევროკომისიას აპრილის ბოლომდე წარედგინება.

რა ხდება იტალიის ვალთან დაკავშირებით?

იტალიის ვალი 2026 წელს მშპ-ს 138.6%-მდე გაიზრდება, 2025 წლის 137.1%-დან. ამის შემდეგ, ის პრაქტიკულად უცვლელი დარჩება: 138.5% 2027 წელს, რასაც მოჰყვება თანდათანობითი შემცირება 137.9%-მდე 2028 წელს და 136.3%-მდე 2029 წელს, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის გეგმის მიხედვით. საბერძნეთის ანალოგიურ პერიოდში იტალიამ ვალი მხოლოდ 17 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

რა პრობლემებია რომში?

იტალიაში სიტუაცია უარესდება. 23 აპრილს გამოცხადდა, რომ ქვეყანა, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას, როგორც დაგეგმილი იყო, მზარდი ეკონომიკური სირთულეების გამო.

ცოტა ხნის წინ იტალიაში დადასტურდა ბიუჯეტის დეფიციტის დასაშვებ ზღვარზე გადაჭარბება. მთავრობა უკვე მოუწოდებს ბრიუსელს, შეაჩეროს ბიუჯეტის წესები, ენერგეტიკული კრიზისის მოტივით.

ვრცლად www.rbc.ua – ზე