გლობალური ავიახაზების ინტერესების წარმომადგენელი ასოციაციის, IATA-ს ხელმძღვანელმა გააფრთხილა, რომ ავიასაწვავის მომარაგების აღდგენას თვეები დასჭირდება, მაშინაც კი, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს ხელახლა გახსნის. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანია.

ორგანიზაციის მონაცემებით, საწვავი ავიაკომპანიებისთვის ხელფასების შემდეგ სიდიდით მეორე ხარჯთაღრიცხვაა (27%). ომის საპასუხოდ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ მსოფლიო მასშტაბით ავიაციის საწვავის მიწოდების მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარზე ქვემოთ მხოლოდ მას შემდეგ დაეცა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

IATA-ს გენერალურმა დირექტორმა, ვილი უოლშმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაცია არ უნდა შევადაროთ Covid-19 პანდემიას, რომელმაც საერთაშორისო მგზავრობა პარალიზებული გახადა.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე