რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-იდან 30 წლამდე მოქალაქეები დაექვემდებარებიან.
დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.
ახალი ნორმების მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში სამხედრო ასაკის ზედა ზღვარი გაიზარდა სამი წლით , 27-იდან 30 წლამდე გაიზარდა. ქვედა ზღვარი უცვლელი რჩება.
კანონი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.