რუსეთის ისტორიაში ბუნებრივი აირის მოპოვების რეკორდული კლებაა, ამის შესახებ The Moscow Times-ი იტყობინება.
გამოცემა წერს, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო, ევროპის გაყინვის წარუმატებელი მცდელობა, რუსეთს გაზის ინდუსტრიის ისეთი კოლაფსით მოუბრუნდა, რომელიც მას მთელი ისტორიის განმავლობაში არ უნახავს.
როგორც რუსული ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ომამდელ მაჩვენებელთან შედარებით, რუსეთის ფედერაციაში ლურჯი საწვავის წარმოება 24%-ით შემცირდა. ასე რომ, მიმდინარე წლის მაისში მთელ რუსეთში 48,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იწარმოებოდა, 2021 წლის ომამდელ მაისში გაზის წარმოების მაჩვენებელი 63,1 მილიარდი კუბური მეტრი იყო.
გაზის მოპოვების კლების ტემპი რუსეთის ისტორიაში ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურმა მხოლოდ ერთხელ დააფიქსირა, როდესაც 2009 წელს გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე წარმოება 20%-ით შემცირდა, მაგრამ მაშინ გაზის წარმოების მოცულობა ნორმას მალე დაუბრუნდა.