რუსეთს სამხედრო აღლუმის ჩასატარებლად არავის ნებართვა არ სჭირდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება. ვაი მას, ვინც გამარჯვების დღეს დასცინის და მსგავს სულელურ ხუმრობებს ცდილობს. ეს, ალბათ, მისთვისყველაზე დიდი უბედურებაა. ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება, რომ ჩვენი გამარჯვების დღით ვიამაყოთ“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის ინიციატივას 9-11 მაისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაეთანხმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელიც რუსეთს მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარების ნებას რთავს.

„მრავალი თხოვნის გათვალისწინებით და 2026 წლის 8 მაისს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებში განსაზღვრული ჰუმანიტარული მიზნიდან გამომდინარე, 2026 წლის 9 მაისს ქალაქ მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) აღლუმის ჩატარებას ნება დაერთოს. აღლუმის დროს (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით დილის 10 საათიდან) წითელი მოედნის ტერიტორია უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან ამოღებულ იქნას“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში.

www.interpressnews.ge