მეც­ნი­ერ­თა გან­ცხა­დე­ბით, ტი­პუ­რი "მა­მა­კა­ცუ­რი“ საქ­მი­ა­ნო­ბა და ქცე­ვის მო­დე­ლე­ბი გა­რე­მო­სა და კლი­მატ­ზე მკვეთ­რად უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს. კვლე­ვა­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გა­მო­ცე­მა Daily Mail წერს, 13 ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ნაშ­რომ­ში სა­თა­უ­რით "კა­ცე­ბი, მას­კუ­ლი­ნო­ბა და პლა­ნე­ტა (მ)ან­თრო­პო­ცე­ნის მი­წუ­რულს“, მკვლევ­რებ­მა გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, თუ რო­გორ აი­სა­ხე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი რო­ლე­ბი და მა­მა­კა­ცუ­რი ჩვე­ვე­ბი ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

Shutterstock Explore ავ­ტო­რებ­მა თა­ვი­ან­თი დას­კვნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჟურ­ნალ­ში International Journal for Masculinity Studies გა­მოქ­ვეყ­ნდა, 6 ძი­რი­თად კა­ტე­გო­რი­ად დაყ­ვეს:

1. მა­მა­კა­ცე­ბის "ნახ­შირ­ბა­დის კვა­ლი“ უფრო დი­დია

მკვლევ­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მა­მა­კა­ცე­ბი გა­რე­მო­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდ უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ, რაც მეტ­წი­ლად ტრან­სპორ­ტის ხშირ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან, მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან, ტუ­რიზმსა და ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"მა­მა­კა­ცე­ბი უფრო მეტ ხორცს მო­იხ­მა­რენ, ვიდ­რე ქა­ლე­ბი და მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა-მრეწ­ვე­ლო­ბის კომ­პლექ­სის მთა­ვარ მომ­ხმა­რებ­ლე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან. ბევრ კულ­ტუ­რა­ში ხორ­ცის ჭამა ჯერ კი­დევ დო­მი­ნან­ტუ­რი მას­კუ­ლი­ნო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია“, - გან­მარ­ტა­ვენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

2. ნაკ­ლე­ბი ზრუნ­ვა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე

მეც­ნი­ე­რე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბით, მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად არი­ან შე­წუ­ხე­ბულ­ნი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­კი­თხე­ბით და იშ­ვი­ა­თად გა­მოთ­ქვა­მენ მზად­ყოფ­ნას, ეკო­ლო­გი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად ყო­ველ­დღი­უ­რი ჩვე­ვე­ბი შეც­ვა­ლონ.

3. და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბა ეკო-პო­ლი­ტი­კა­ში

სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, მა­მა­კა­ცე­ბი ნაკ­ლე­ბად უჭე­რენ მხარს იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც ეკო­ლო­გი­უ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის იბ­რძვი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რი, და­სავ­ლუ­რი ელი­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კა­ცე­ბი დო­მი­ნი­რე­ბენ ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა მომ­პო­ვე­ბე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბა, ავ­ტო­ინ­დუსტრია და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი - დარ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რე­მოს­თვის დიდ და­ნა­ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

4. მავ­ნე საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი

მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ტრა­დი­ცი­უ­ლად "მა­მა­კა­ცუ­რი“ სფე­რო­ე­ბი - მძი­მე და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბა, აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის კონ­ტრო­ლი და მი­ლი­ტა­რიზ­მი - პლა­ნე­ტის­თვის და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია.

5. "გლო­ბა­ლუ­რი ჩრდი­ლო­ე­თის“ ელი­ტა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი არ სა­ხელ­დე­ბა, კვლე­ვა ხაზს უს­ვამს, რომ ყვე­ლა­ზე მეტ ზი­ანს პლა­ნე­ტას გლო­ბა­ლუ­რი ჩრდი­ლო­ე­თის (და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის) პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი აყე­ნე­ბენ.

6. ყვე­ლა მა­მა­კა­ცი როდი აზი­ა­ნებს გა­რე­მოს

მეც­ნი­ე­რე­ბი იქვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს დას­კვნე­ბი ყვე­ლა მა­მა­კაცს არ ეხე­ბა. პი­რი­ქით, ბევ­რი მათ­გა­ნი აქ­ტი­უ­რად და ენერ­გი­უ­ლად მუ­შა­ობს ამ ნე­გა­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­საც­ვლე­ლად და კლი­მა­ტის კრი­ზის­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.

წყარო: www.ambebi.ge