რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოში ქართველი ხალხისა და ვეტერანებისადმი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 9 მაისის მისალოც წერილს აქვეყნებს.

„ძვირფასო ვეტერანებო! საქართველოს ძვირფასო მოქალაქეებო!

გულითადად გილოცავთ დიდი გამარჯვების 81-ე წლისთავს.

9 მაისი რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის წმინდა დღესასწაულია. ამ დღეს უსაზღვრო მადლიერებისა და გულწრფელი სიამაყის გრძნობით ვიხსენებთ ჩვენი მამებისა და პაპების დიდ გმირობებსა და უთვალავ მსხვერპლს, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ნაცისტი დამპყრობლების წინააღმდეგ ფრონტზე და თავდადებით შრომობდნენ ზურგში დიდი გამარჯვების სახელით.

ჩვენს ხალხებს შორის უძველესი დროიდან არსებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კეთილმა ტრადიციებმა ღირსეულად გაუძლო იმ მძიმე საომარ წლებში გამოვლენილ გამოცდებს. ამ მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ჩვენი საერთო ზნეობრივი ვალია.

გულწრფელად ვუსურვებ პატივცემულ ვეტერანებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, ხოლო საქართველოს ყველა მოქალაქეს — მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს პუტინი.