რუსეთში 1996 წლის შემდეგ მუშახელის ყველაზე დიდი დეფიციტია, რუსული სამრეწველო საწარმოების მესამედზე მეტი მუშებს ვერ პოულობენ. ამის შესახებ Poitico იგორ გაიდარის სახელობის რუსული ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის გამოკითხვის საფუძველზე წერს.
რუსეთს მუშახელის ყველაზე დიდი დეფიციტი აქვს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ინიციატივით რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
აპრილში რუსეთში დაახლოებით 1 000 სამრეწველო საწარმოს გამოკითხვამ აჩვენა, რომ საწარმოთა 35%-ს არ ჰყავს საკმარისი მუშახელი.
ინსტიტუტის ცნობით, ხარვეზი ნაწილობრივ გამოწვეული იყო რუსეთის მოსახლეობის „საერთო მობილიზაციით“, რომელიც 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.
ქვეყანაში მუშახელის დეფიციტი „ღრმა და გრძელვადიანი პრობლემაა“, რომელიც აფერხებს ინდუსტრიულ ზრდას, თქვა სერგეი ცუხლომ, ინსტიტუტის ბიზნესის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ცუხლას თქმით, დეფიციტი მწვავედ იგრძნობა მსუბუქ მრეწველობასა და ინჟინერიაში. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ბრენდების გასვლამ, როგორიცაა McDonald's-ი და Starbucks-ი, გახსნა შესაძლებლობები ადგილობრივი მეწარმეებისთვის, მაგრამ ფაქტები მეტყველებს, რომ ახლა "უბრალოდ არავინ არის, ვინც მათ ჩაანაცვლებს".