რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთ ამერიკულ ბიზნესზე, ტკბილეულების გიგანტი კომპანია Mondelez-ის ქარხანაზე, მიიტანა იერიში. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა ავრცელებს.

"ეს არა სამხედრო ობიექტი, არამედ ქარხანაა, რომელიც 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებს, აწარმოებს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, ასაქმებს უკრაინელებს და წვლილი შეაქვს როგორც უკრაინის, ისე ამერიკის ეკონომიკაში" - განაცხადა სიბიჰამ.

ტროსტიანეცი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში რუსეთის ძალების მიერ იყო ოკუპირებული. ქალაქი უკრაინელებმა 2022 წლის მარტში გაათავისუფლეს.

"როდესაც რუსული რაკეტები ასეთ ობიექტებს ურტყამენ, ისინი მხოლოდ უკრაინას არ უტევენ. ისინი ევროპაში ამერიკული ბიზნესის ინტერესებს ესხმიან თავს. მოსკოვს შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი არ შეუძლია მაშინ, როცა აშშ-ს საკუთრებაში არსებულ საწარმოო ობიექტებს ესხმის თავს" - დაწერა სიბიჰამ.

tabula.ge