ვატიკანი მონაწილეობას არ მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივაში, რომელიც „მშვიდობის საბჭოს“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ ვატიკანის მთავარმა დიპლომატმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა. მისივე თქმით, რომ კრიზისების მართვის ძალისხმევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მიერ უნდა იყოს კოორდინირებული.
რომის პაპი ლეო XIV, რომელიც პირველი ამერიკელი პაპია და ტრამპის ზოგიერთ პოლიტიკურ ნაბიჯს აკრიტიკებს, „მშვიდობის საბჭოში“ იანვარში მიიწვიეს.
ტრამპისეული ღაზის გეგმის მიხედვით, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში მყიფე ზავი მოიტანა, ღაზის დროებით მთავრობას ახალმა ორგანომ უნდა გაუწიოს ზედამხედველობა.
მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში, გაფართოვდება და გლობალურ კონფლიქტებს განიხილავს. ის პირველად ხუთშაბათს, ვაშინგტონში შეიკრიბება, რომლის დროსაც ღაზის აღდგენის საკითხზე იქნება მსჯელობა. იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას.
„წმინდა საყდარი „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობას მისი განსაკუთრებული ბუნებიდან გამომდინარე არ მიიღებს, რადგან ის სხვა სახელმწიფოების მსგავსი არ არის“, - აღნიშნა პაროლინმა.
„პრობლემა ის არის, რომ კრიზისულ სიტუაციებს საერთაშორისო დონეზე, უპირველეს ყოვლისა, გაერო უნდა აგვარებდეს. ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელის ძალაში დატოვებას მე დაჟინებით ვითხოვდი“, - განაცხადა მან.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპის „მშვიდობის საბჭო“, რომელმაც უცხო ქვეყნის ტერიტორიის საქმეებს უნდა გაუწიოს ზედამხედველობა, კოლონიურ სტრუქტურას ჰგავს. გასულ თვეში დაარსებულ საბჭოს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ მასში პალესტინელები საერთოდ არ არიან ჩართულნი.
ტრამპის მიწვევას ცალკეული ქვეყნები სხვადასხვაგვარად გამოეხმაურნენ: ვაშინგტონის ახლოაღმოსავლელი მოკავშირეების ნაწილი „მსოფლიო საბჭოს“ უკვე შეუერთდა, თუმცა დასავლელი მოკავშირეები, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.
შეუერთდა, თუმცა დასავლელი მოკავშირეები, ჯერჯერობით, თავს იკავებენ. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არაერთხელ დაირღვა. ოქტომბრიდან მოყოლებული, ასობით პალესტინელი და 4 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ღაზაზე ისრაელის იერიშს 72 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ამასთან, სასურსათო კრიზისი და ღაზის მთელი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება გამოიწვია.
უფლებადამცველი ექსპერტები, მკვლევრები და გაერო-ს საგამოძიებო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ეს გენოციდს უტოლდება. თავის მხრივ, თელ-ავივი ამტკიცებს, რომ მის ქმედებებს თავდაცვითი ხასიათი აქვს მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელის სამხრეთში „ჰამასის“ მეთაურობით განხორციელებული თავდასხმისას, ბოევიკებმა 1 200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
წყარო: 1 არხი