18 აგვისტოს, ღამით რუსეთის ჯარებმა ოდესის რეგიონში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის ნავთობის საწყობს დრონებით შეუტიეს. ინფორმაცია გაავრცელეს სახელმწიფო სააგენტო APA-მ და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა გამოცემა Minval-მა.
APA-ს ცნობით, ეს იყო თავდასხმების სერია, რის შედეგადაც ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა საწვავის 17 ავზი, სატუმბი სადგურის შენობა, ტექნიკური და საოპერატორო ოთახები, ასევე აწონის წერტილები. Minval წერს, რომ დაზიანდა ყველა ავზი, ასევე განადგურდა ობიექტის ღობე.
ნავთობის საწყობის საერთო მოცულობა 16 000 მ³-ს აჭარბებს. ამჟამად მიმდინარეობს ზიანის შეფასება და აღდგენითი სამუშაოები. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა აზერბაიჯანს მოუწოდებს რეაგირება მოახდინოს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ იერიშებზე უკრაინაში მდებარე ბაქოს სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ნავთობის ობიექტებზე.
"მოსკოვი ამას განზრახ აკეთებს, ის იქცევა აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ", - წერს მინისტრი პლატფორმაზე X
რუსეთმა ოდესაში მდებარე SOCAR-ის ნავთობბაზა მესამედ დაბომბა
„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში“ - ირაკლი კობახიძე
ევროპული კომისია თუ გადაწყვეტდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მომენტალურად მივუერთდებოდით - ირაკლი კობახიძე
ბოლო წლებში საქართველომ როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია – ირაკლი კობახიძე
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა
გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა