ფინეთის მთავრობა ცნობით,, რუსეთის გემმა მისი ტერიტორიული წყლები დაარღვია. ინციდენტი პარასკევს, 26 ივლისს, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

ფინეთის სასაზღვრო გემმა რუსეთის გემი ბადრაგით გააცილა ფინეთის ტერიტორიული წყლებიდან.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მესაზღვრეები ინციდენტს იძიებენ.

წინა თვეში ფინური მხარე ამბობდა, რომ 10 ივნისს მისი საჰაერო სივრცე რუსეთის ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია.