უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ბოლო, მეოთხე, გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, ხოლო პირველი ქულა თამაშში ქართველთა გუნდა მატჩის პირველ ნახევარში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ მოუტანა.
მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზეა.
მოწინააღმდეგის გუნდიდან საქართველოს ნაკრების კარში ერთი გოლი ლუკაშ კალვახმა გაიტანა.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება.
რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურებაა შესაძლებელი.
სამ დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად დაუპირისპირდება ალბანეთის ნაკრებს.
ცნობისთვის, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 177.55 მლნ ევროს შეადგენს, ჩეხეთის ნაკრების ფასი კი 170.45 მლნ ევროა.