ბერლინის გარეუბანში მდებარე მიტოვებული შენობა, რომელიც იოზეფ გებელსის ვილა იყო, ნაცისტების პროპაგანდის გავრცელების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. „ევროპის ებრაელთა ასოციაცია” აცხადებს, რომ დაინტერესებულია, შენობას სტატუსი შეუცვალოს და საგანმანათლებლო ცენტრად გადააქციოს.
„თუ ახლა სერიოზული რეაქცია არ გვექნება წაქეზების, სიძულვილისა და ანტისემიტიზმის საკითხთან დაკავშირებით, კვლავ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც იქნებიან მთავრობები არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც არჩეულია დემოკრატიულად და იქნებიან მათ შორის ადამიანები, რომელთაც სძულთ ებრაელები, სძულთ მათგან განსხვავებული აზრი“, – აცხადებს რაბინი მენაჰემ მარგოლინი, „ევროპის ებრაელთა ასოციაციის” თავმჯდომარე.
ბერლინის ფინანსთა დეპარტამენტმა Euronews-ს განუცხადა, რომ ჯგუფის წინადადება ღირებულია, მაგრამ არის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ. არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა შენობის ხელში ჩაგდება იდეოლოგიური მიზნებისთვის სურდეთ.
ბერლინის მთავრობის განცხადებით, მიიღეს სხვა საინტერესო წინადადებებიც, რომლებიც ამ შენობას უკავშირდება.
წყარო: "ევრონიუს ჯორჯია"