"რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული მეურნეობის პროგნოზირების ინსტიტუტის (ИНП РАН) კვარტალურ ბოლო პროგნოზში, ეკონომისტებმა, რუსეთის ეკონომიკაში არსებული სერიოზული პრობლემების შესახებ მიუთითეს," - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განმარტებით, ამა წლის მაისის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, ეკონომიკური ზრდის პრაქტიკულად სრულ შეჩერებაზე მიუთითებს.
"თითქმის ყველა ფლანგზე სტაგნაციაა. განსაკუთრებით შესამჩნევად შემცირდა სამრეწველო სექტორი - წერენ ИНП РАН-ის ეკონომისტები.2025 წლის პირველი კვარტლის მშპ, გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა. წლიური მაჩვენებლით კი ზრდამ მხოლოდ 1.4% შეადგინა. და ეს მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკონომიკამ სანქციების პირობებში, ორი წლის განმავლობაში მშპ ზრდა აჩვენა 2023 წელს - 3.6%-ით, ხოლო გასულ წელს 4.1%-ით. დაფიქსირებული ტენდენციები მიუთითებს, რომ რეცესია უკვე 2025 წლის მეორე კვარტალში დაიწყო - ნათქვამია ეკონომისტების ანგარიშში.თითქმის ერთი თვის წინ, მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის (ЦМАКП) ექსპერტებმა ზუსტად იგივეს შესახებ განაცხადეს.მათ ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ინდუსტრიაში სტაგნაცია დაიწყო. მშრალი სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მარტში წარმოების მოცულობა -0.7%-ით შემცირდა.ИНП РАН-ის მეცნიერებმა მოახდინეს ძირითადი ნეგატიური ტენდენციების სისტემატიზაცია, რის საფუძველზე დაადგინეს რეცესია, კერძოდ:— ნავთობისა და გაზის წარმოების შემცირება;— ავტომობილების (როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი) გაყიდვების შემცირება;— ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სესხების გაცემის შეზღუდვა;— ხელფასის დავალიანების ზრდა;— ყველა სახის სესხზე ვადაგადაცილებული გადახდების ზრდა;— გამძლე საქონლის გაყიდვების შემცირება.რაც შეეხება ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობებს - ანალიტიკოსებს ობიექტური მონაცემები არ გააჩნიათ. 2023 წლიდან, ნავთობის მოპოვების მონაცემები გასაიდუმლოებულია.ამასთან, ნავთობისა და გაზის შემოსავლები უკვე 14%-ით შემცირდა. ფინანსთა სამინისტრო დადგა რისკის წინაშე, რომ წლის ბოლომდე, 2 ტრილიონზე მეტი „ნავთობისა და გაზის“ რუბლის შემოსავალს დაკარგავს.შემოსავლების მნიშვნელოვანმა შემცირებამ და ხარჯების ზრდამ, ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 3.8 ტრილიონ რუბლამდე (ანუ მშპ-ს 1.7%-მდე) გაზარდა. დაფიქსირებული ეკონომიკური რეცესია ბიუჯეტის დისბალანსს კიდევ უფრო გაზრდის“, - ასკვნიან ИНП РАН-ის ეკონომისტები.