პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემმა „საეჭვო მანევრები“ განახორციელა პოლონეთსა და შვედეთს შორის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი კაბელის სიახლოვეს.

ამის შესახებ დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

დონალდ ტუსკის თქმით, ინციდენტში პოლონეთის სამხედროები ჩაერივნენ და რუსულმა გემმა რუსეთის ერთ-ერთი პორტისკენ აიღო გეზი.

„სანქციების ქვეშ მყოფმა „ჩრდილოვანი ფლოტის“ რუსულმა გემმა პოლონეთსა და შვედეთს შორის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი კაბელის მახლობლად საეჭვო მანევრები განახორციელა. ჩვენი სამხედროების ეფექტური ჩარევის შემდეგ გემი რუსეთის ერთ-ერთ პორტში გაემგზავრა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

1tv.ge