რუსეთი 1 მაისიდან ყაზახეთიდან გერმანიაში „დრუჟბას“ მილსადენის გავლით ნავთობის ექსპორტს შეაჩერებს, - ამის შესახებ სამშაბათს ინდუსტრიის სამმა წყარომ განაცხადა.
ანონიმურობის პირობით Reuters–თან საუბრისას წყაროებმა განაცხადეს, რომ ნავთობის ექსპორტის კორექტირებული გრაფიკი ყაზახეთსა და გერმანიას გაეგზავნა.
Reuters–ის თანახმადვე, ყაზახეთიდან მომარაგების შეწყვეტა გერმანიისთვის საწვავის მომარაგების საკითხში გაურკვევლობას გაზრდის.