აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა „არაერთხელ დაარღვია“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ წერს.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა დარღვევებზეა საუბარი.

ცნობისთვის, ტრამპმა ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, რაც, მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა იყო. საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთანხმების დარღვევა ვაშინგტონის მხრიდან ირანის პორტების ბლოკადა იყო.