რუსეთი, OPEC+-ის ნებაყოფლობითი ვალდებულებების ფარგლებში, ნავთობის მოპოვებასა და ექსპორტს მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საშუალოდ სამი თვით 471 000 ბარელით შეამცირებს დღეში.

ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, აპრილში წარმოების შემცირება იქნება 350 000 ბარელი დღეში, ხოლო ექსპორტი - 121 000 ბარელი დღეში.

მაისში წარმოების შემცირება იქნება 400 000 ბარელი დღეში, ექსპორტი - 71 000 ბარელი დღეში. ივნისში წარმოება იგეგმება 471 000 ბარელით დღეში.

2024 წლის პირველ კვარტალში ეს მოცულობა იყო 500 ათასი ბარელი დღეში.

ვიცე პრემიერის თქმით, ეს დამატებითი ნებაყოფლობითი შემცირება მიზნად ისახავს OPEC+-ის ქვეყნების მიერ მიღებული პრევენციული ზომების გაძლიერებას ნავთობის ბაზრებზე სტაბილურობისა და ბალანსის შესანარჩუნებლად.