რუსეთი 2023 წლის ბოლომდე გააგრძელებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ნებაყოფლობით შემცირებას დღეში 300 000 ბარელით.

რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, პარამეტრები დეკემბერში გადაიხედება. 

„რუსეთი 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე გააგრძელებს მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების დამატებით ნებაყოფლობით შემცირებას 300 000 ბარელით დღეში, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში. მომავალ თვეში ბაზრის ანალიზი იქნება, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირების ან გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით განხორციელდება“, - განუცხადა ნოვაკმა ჟურნალისტებს.

აგვისტოში რუსეთმა დაიწყო ნავთობის ექსპორტის ნებაყოფლობითი შემცირება დღეში 500 000 ბარელით, ხოლო სექტემბრიდან 2023 წლის ბოლომდე - 300 000 ბარელით. გარდა ამისა, სექტემბრის ბოლოს რუსეთმა შემოიღო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვა, ოქტომბერში ის ნაწილობრივ შემსუბუქდა.