რუსეთი იმაზე მეტ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას, ვიდრე მხოლოდ თავდაცვას, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონში, ფინეთის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვედგინა. ეს ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს საზოგადოებაზე გავლენას ეხება. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც წლების განმავლობაში ვიცოდით და გარანტირებულად მიგვაჩნდა, აღარ არის გარანტირებული“, – თქვა მელონიმ, როდესაც მას რუსეთზე ჰკითხეს.

მელონიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისგან ან სხვა ქვეყნებისგან წამოსული საფრთხე არ შეჩერდება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებით და ევროკავშირი ამისთვის მზად უნდა იყოს.

მელონიმ მოუწოდა ევროკავშირს, მეტი გააკეთოს თავისი საზღვრების დასაცავად და არ დაუშვას რუსეთმა ან რომელიმე კრიმინალურმა ორგანიზაციამ მართოს არალეგალური მიგრანტების ნაკადები.

წყარო: 1 არხი