რუსმა დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება მოამზადონ ახალი „დრაკონული“ წესები, რაც კიდევ უფრო გაართულებს დასავლურ კომპანიების რუსეთიდან გასვლას, - ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

გასულ კვირას პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, სადაც ფაქტობრივად ნაციონალიზაციის საფრთხეზეა საუბარი - სახელმწიფოს პრიორიტეტული უფლება მიიღოს აქტივები ძალიან იაფად და შემდეგ მოგებით გაყიდოს.

დოკუმენტი ასევე ადგენს მოთხოვნას, რომ დასავლური აქტივების მყიდველი ყველა კომპანია უნდა იყოს რუსი მფლობელების საკუთრება. გარდა ამისა, მათ მოეთხოვებათ კომპანიის 20%-ის რუსეთის საფონდო ბირჟაზე გატანა.

FT წერს, რომ, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად საექსპორტო პოტენციალის მქონე სასაქონლო სექტორი დაზარალდება. ტექნიკურ კომპანიებთან, რომელთა „მართვა რთულია“, უფრო იოლად იქნება საქმე.

2023 წლის აპრილში რუსეთმა უკვე მოახდინა ფინური Fortum-ისა და German Uniper-ის შვილობილი კომპანიების ნაციონალიზაცია.

Financial Times-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა უცხოური კომპანიების გასვლის შეჩერებას, ნაციონალიზაციის მუქარით ცდილობს. იგი შიშობს, რომ უცხოური კაპიტალის გადინება შეასუსტებს რუბლს და რუსი ინვესტორებისთვის შესაძლებლობებს შეზღუდავს.

2022 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა დასავლური კომპანიების ბაზრიდან გასასვლელად მკაცრი პირობები დააწესა. 2023 წლის დასაწყისისთვის 1500 გლობალური კომპანიის მხოლოდ 9%-მა დატოვა რუსული ბაზა