რუსეთიდან ჩინეთში, ყაზახეთის ჩრდილოეთ რეგიონების გავლით, გაზსადენის მშენებლობის საკითხი განიხილება. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მარშრუტი განსაზღვრულია, ამჟამად გაზსადენის მშენებლობის პირობები განიხილება . ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
2023 წლის თებერვალში, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ QazaqGaz-ი Газпромом-თან ერთად საერთაშორისო გაზსადენის მშენებლობის საკითხს სწავლობდა, სადაც 3 ქვეყანა - რუსეთის ფედერაცია, ყაზახეთი და ჩინეთი იყვნენ ჩართული. მაშინ ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ გაზსადენი გაივლიდა ყაზახეთის შემდეგი ქალაქებს: კოსტანაი - ასტანა - პავლოდარი - სემიპალატინსკი - უსტ-კამენოგორსკი.