„ბაზისბანკმა“, რომელიც აქტივების ზომით საბანკო სისტემის მეოთხე მოთამაშეა სიდიდით მესამე - „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99% იყიდა.

2025 წლის მონაცემებით, ლიბერთი ბანკის აქტივები 6 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც საბანკო სისტემის 5.7%-ია. „ბაზისბანკის“ აქტივები კი 4.9 მილიარდი ლარია, რაც საბანკო სისტემის 4.6%-ია. შესაბამისად, ამ კონცენტრაციით მიღებული ბანკის ჯამური აქტივების მოცულობა მთლიანი სექტორის 10%-ს გადააჭარბებს და ის „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ შემდეგ სექტორის მესამე მოთამაშე იქნება.

2025 წლის ფინანსური შედეგებით, ბაზის ბანკის  მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარია. 

რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს“, მისი მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი.  ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“.