2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის გარეთ საცალო ვაჭრობაში (როგორც ფიზიკურად მოგზაურობისას, ისე ონლაინ) ჯამში 3.8 მილიარდი ლარი დახარჯეს, - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის „თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ.

2025 წელს საზღვარგარეთ გაწეული 3.8 მილიარდი ლარის დანახარჯებიდან თანაბარი წილი, 1.9-1.9 მილიარდი ლარი, ფიზიკურ ვაჭრობასა და ელ-კომერციაზე მოდიოდა.

საზღვარგარეთ შესყიდვების ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის (სულ 1.4 მლრდ ლარი):

  • ტანსაცმელი & აქსესუარები – 36%
  • სახლის მოვლა – 17%
  • ელექტრონიკა – 12%
  • თავის მოვლა – 6%
  • სხვა – 29%.

კვლევის მიხედვით, საზღვარგარეთ ტანსაცმლის სექტორზე გაწეული დანახარჯების, დაახლოებით 1.4 მლრდ ლარიდან, 49% ლუქს სეგმენტის ბრენდებზე მოდის.