რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკის „ისკანდერ-მ“ ტიპის ორი რაკეტით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაშავდა 34 ადამიანი.

„მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა - ეს არის პოკროვსკზე თავდასხმის წინასწარი შედეგები. დაჭრილებს შორის ორი ბავშვია, 12 და 13 წლის. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა და მძიმეა“, - აღნიშნა ვადიმ ფილაშკინმა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და გაზსადენი. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ.