მართალია მელიტოპოლის ცნობილი ბალი ჯერ არ დამწიფებულა, თუმცა რუს დამპყრობლებს მასზე გრანდიოზული გეგმები აქვს. East-fruit წერს, რომ რუსი ოკუპანტები არც კი ცდილობენ დამალონ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს უბრალოდ ძარცვავენ და ახლა უკვე ტრაბახობენ თუ როგორ მოიპარავენ მელიტოპოლიდან ბალის მოსავალს.

რუსული მედია საოკუპაციო „მელიორაციისა და წყლის მართვის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელობაზე  დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსები მელიტოპოლიდან ალუბლის გატანას ივნისში გეგმავენ. მათვე  თქმით აღნიშნული ქმედება ოკუპანტებმა შარშან ლოგისტიკური პრობლემების გამო ვერ განახორციელეს, წელს კი გამოსავალი ნაპოვნი აქვთ. გარდა ამისა ფერმერებისთვის ცალკე სვეტებია მოწყობილი, რათა მალფუჭებადი ხილი „დაუყოვნებლივ შევიდეს რუსულ ბაზარზე“.

ბალის გატანას ყირიმის გავლით სანკტ-პეტერბურგში, ასევე მარიუპოლის გავლით - დონის როსტოვის მიმართულებით გეგმავენ.

მელიტოპოლის ფერმერები შიშობენ, რომ ისევ ვერაფერს გამოიმუშავებენ. შარშან რუსებმა ფერმერებისგან ხილი და ბოსტნეული თითქმის უფასოდ წაიღეს. ასეთ ბაღები ძალიან ცოტა მოსავალს  მიიღებს, რადგან ოკუპაციას გაქცეულმა ფერმერებმა შარშან მიატოვეს ბაღები, ხოლო  რუსმა  ოკუპანტება ხილის მოვლის შესახებ  ბევრი არაფერი იციან. 

სრულმასშტაბიან შემოჭრამდე მელიტოპოლი  უკრაინის ყველა რეგიონში ბალი მთავარი მიმწოდებელი იყო და ექსპორტს რეგიონის ბევრ ქვეყანაში ახორციელებდა. 

2014 წლამდე მელიტოპილის ბალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსეთშიც და რუსები მასში პრემიუმ ფასს იხდიდნენ. ახლა მათ შეუძლიათ უბრალოდ მოიპარონ ის მოლაპარაკების გზით მათი მთავარი არგუმენტის - ტყვიამფრქვევების გამოყენებით.