რუსეთში, როსტოვში სამხედრო ჰოსპიტალზე აფეთქებები მოხდა. დონის როსტოვის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სამხედრო ჰოსპიტალთან აფეთქებების ხმა იყო.

რუსულ ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ აფეთქებები უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას უკავშირდება. სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა როსტოვში აფეთქების შემდეგ დაკვამლიანებული ტერიტორიის ვიდეოები.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოსკოვის დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.