ევროპის საპატენტო ობსერვატორიის (EPO) ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ საპატენტო განაცხადები კონტინენტზე კონცენტრირებულია მხოლოდ რამდენიმე ადგილზე. 2000-2020 წლებში ევროპის საპატენტო ოფისში შეტანილი პირდაპირი და არაპირდაპირი საპატენტო განაცხადების ნახევარი - მთლიანობაში 100 000-ზე მეტი - ევროპული უნივერსიტეტების მხოლოდ 5%-ზე მოდის.

ყველაზე აქტიური იყო გრენობლის უნივერსიტეტი საფრანგეთში, 3348 განაცხადით, მას მოჰყვება ციურიხის  უმაღლესი ტექნიკური სკოლა (2219 საპატენტო განაცხადი) და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (2183 განაცხადი). საერთო ჯამში, ყველაზე მეტი განაცხადი წარდგენილია ევროპის ყველაზე ინდუსტრიულ რეგიონებში, სადაც, ანგარიშის თანახმად, „მრეწველობასთან თანამშრომლობისა და ტექნოლოგიების გაცვლის შესაძლებლობები ყველაზე დიდია“.

თუ ქვეყნების მიხედვით დავთვლით, ყველაზე მეტი საპატენტო განაცხადი გერმანიამ შეიტანა (24,09%). მეორე ადგილზეა საფრანგეთი (17,97%), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (12,26%) და იტალია (6,61%).

ვრცლად euronews - ზე