კომპანია Remote–ის ინდექსის Work-Life Balance Global Index 2025–ის მიხედვით, ახალი ზელანდია ზედიზედ მესამე წელი დასახელდა მსოფლიოში, სამუშაოს და პირად ცხოვრებას შორის საუკეთესოს ბალანსის მქონე ქვეყნად.

ამჯერად, კუნძულოვანმა ქვეყანამ 100-დან 86.87 ქულა დააგროვა, რაც წინა წელთან შედარებით ექვსი პუნქტით მეტია, რითაც ჯანსაღი და ბედნიერი სამუშაო გარემოს შექმნის კუთხით ლიდერის პოზიციას გაიმყარა.

ინდექსმა მოიცვა 60 წამყვანი მიმართულება და შეაფასა ისინი ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა კანონით გათვალისწინებული ყოველწლიური შვებულება, ანაზღაურებადი მშობლის შვებულება, ავადმყოფობის შვებულება, ჯანდაცვაზე წვდომა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ბედნიერების დონე და ერთ თანამშრომელზე საშუალოდ შესრულებული სამუშაო საათების რაოდენობა.

ახალი ზელანდია ცნობილია თანამშრომლების კეთილდღეობისადმი პროგრესული მიდგომით, იუწყება Time Out. ოკეანეთის ეს ქვეყანა მინიმუმ ოთხკვირიან (ანუ 28 დღეს) ყოველწლიურ შვებულებას სთავაზობს. ეს ემატება რიგ სახალხო დღესასწაულებს, რომლებიც ახალ ზელანდიელებს საშუალებას აძლევს, ოჯახებთან ერთად გაატარონ დრო ან შეისწავლონ მთებისა და ბრწყინვალე პლაჟების განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზე.

ვრცლად buyingbusinesstravel–ზე