საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაქსის მომსახურება მსოფლიოში ყველაზე ძვირია. მგზავრთა დაზღვევაში სპეციალიზებული კომპანიის, ChoiceQuote-ის კვლევის თანახმად, ათ კილომეტრზე ნაკლები მანძილის მგზავრობის საშუალო ღირებულება 33,5 ევროა 7,5%-იანი ჩაის ჩათვლით.

სიაში მეორე ადგილი ლონდონმა დაიკავა, სადაც ტაქსის საშუალო გადასახადი 32 ევროა 10%-იანი ჩაის ოდენობით. მესამე ადგილზეა მილანი. ამ იტალიურ ქალაქში მოკლე მოგზაურობა 28,26 ევრო დაგიჯდებათ, მძღოლისთვის 7,5%-იანი ჩაისთან ერთად.

მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომი ტაქსის მომსახურება ინდოეთის დედაქალაქ დელიში არის შემოთავაზებული. აქ ათ კილომეტრზე ნაკლები მანძილის გავლა 2.37 ევრო დაგიჯდებათ, მძღოლისთვის ჩაის 12.5%-ის ჩათვლით, რაც შეიძლება ზედმეტად მოგეჩვენოთ. თუმცა, ექსპერტების თქმით, თუ გავითვალისწინებთ დაბალ ტარიფს - 2.1 ევროს, ჩაი მხოლოდ 0.26 ევრო იქნება.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე