China Times-ის ცნობით, Tesla-ს ქარხანაში ჩინელი მუშაკის ძირითადი ყოველთვიური ხელფასი 5000 იუანია (დაახლოებით 725$), ბონუსების, დანამატებისა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების გათვალისწინებით, დაახლოებით - 10 000 იუანი (დაახლოებით 1450$).

გარდა ამისა, კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას, ტრანსფერებს და უფასო კომერციულ დაზღვევას მთელი ოჯახისთვის.

თუმცა, ბოლო დროს, კომპანიის პროდუქციაზე დაბალი ფასების ფონზე, სოციალურ ქსელებში მუშები კვარტალური ბონუსების შემცირებაზე საუბრობენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Tesla ჩინეთში მორიგ გიგაქარხანას ააშენებს. ქარხანა Megapack ენერგიის შესანახ მოწყობილობებს გამოიმუშავებს. ქარხნის მშენებლობა ჩინეთში 2023 წლის მესამე კვარტალში დაიწყება.