გერმანიაში დასრულდა ექვსთვიანი ექსპერიმენტი ოთხდღიანი სამუშაო კვირით, რომელშიც 45 კომპანია მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობა არ შემცირდა, პარალელურად დასაქმებულმა ადამიანებმა დაიწყეს მეტი დროის გატარება საყვარელ ადამიანებთან და დაკავდნენ სპორტით.

მიუნსტერის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გამოიკვლიეს თანამშრომლების თმა კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონეებზე და დაადგინეს, რომ მუშების ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათ ასევე გამოიყენეს მონაცემები ჭკვიანი საათებიდან. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებს ეძინათ 38 წუთით მეტი და უფრო მეტს მოძრაობდნენ. ხალხმა უფრო მეტი დრო დაუთმო ოჯახს და დაუბრუნდნენ საკუთარ ჰობს, ანუ საყვარელ საქმეს, უფრო ხშირად დაიწყეს სპორტდარბაზში სიარული.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შრომის პროდუქტიულობა იმავე დონეზე დარჩა ან ოდნავ გაიზარდა. კომპანიების 70%-მა აღნიშნა, რომ უფრო მოკლე სამუშაო გრაფიკზე გადასვლამ ხელი შეუწყო ახალი თანამშრომლების მოზიდვასაც.

ექსპერიმენტი 2024 წლის 1 თებერვალს დაიწყო. კომპანიების 73%-მა განაცხადა, რომ მზადაა გააგრძელოს ტესტირება ან მთლიანად გადაერთოს ახალ გრაფიკზე. 20% დაუბრუნდა ხუთდღიან სამუშაო კვირას, მაგრამ მათგან 10%-მა შესაძლოა გადახედოს ამ გადაწყვეტილებას მომავალში.

ევროპის ქვეყნები და ქალაქები აქტიურად იკვლევენ ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების შესაძლებლობას. მაგალითად, საფრანგეთის სამინისტროების თანამშრომლებისთვის და ავტომწარმოებელ Lamborghini-ის ქარხნების მუშაკებისთვის უკვე მოქმედებს „ოთხდღიანი სამუშაო დღე“.

მსგავსმა ექსპერიმენტმა ვალენსიაში აჩვენა, რომ დასაქმებულებმა უფრო მეტის დროის დათბობა დაიწყეს საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის.