უკრაინამ და ევროკავშირმა ოფიციალურად დააფიქსირა ევროპულ როუმინგულ ზონაში გაწევრიანების ვადები და პირობები (Roam like at home). ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

შეთანხმებების თანახმად, უკრაინამ აიღო ვალდებულება 2024 წლის 24 აპრილამდე შემოიღოს ევროკავშირის აქტები როუმინგის შესახებ.

Roam like at home საშუალებას მისცემს უკრაინელებს გამოიყენონ მობილური ტელეფონი ევროკავშირის 27 ქვეყანაში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტაინში და ნორვეგიაში დამატებითი საფასურის გარეშე.

ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ უკრაინა შეუერთდებოდა ევროკავშირის როუმინგ-ზონას. მიმდინარე წლის თებერვალში ევროკომისიამ დაამტკიცა წინადადება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაში როუმინგის შესახებ დებულების შეტანის შესახებ.

აპრილის დასაწყისში უკრაინამ დაიწყო მუშაობა ევროკავშირის როუმინგულ ზონაში გაწევრიანების მიზნით კანონმდებლობის ადაპტაციაზე.

ამჟამად, უკრაინული და ევროპული ოპერატორები ნებაყოფლობით საფუძველზე სთავაზობენ დაბალფასიან ან უფასო ზარებს ევროკავშირსა და უკრაინას შორის. ამ შეთანხმების წყალობით, ევროპაში დაახლოებით 4 მილიონ უკრაინელს აქვს იაფი კომუნიკაციები. ნებაყოფლობითი ზომები ძალაში დარჩება 2023 წლის შუა რიცხვებამდე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 2 თებერვალს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა შმიჰალმა 2023 წლის ევროინტეგრაციის მიზნები - ევროკავშირის როუმინგი და „ინდუსტრიული უვიზო მიმოსვლა“, გამოაცხადა; 3 თებერვალს უკრაინისა და ევროკავშირის მობილურმა ოპერატორებმა ევროპაში უკრაინელებისთვის ხელმისაწვდომი როუმინგი გაახანგრძლივეს; 16 მარტს Starlink-მა Starlink Roam ინტერკონტინენტური როუმინგი დაიწყო.