დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ათასობით სატანკო საბრძოლო მასალა გაუგზავნა, მათ შორის გაღარიბებული ურანით. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯეიმს ჰიპი ავრცელებს.
“უკრაინას Challenger 2 [ტანკებისთვის] საბრძოლო მასალის ათასობით ერთეული გავუგზავნეთ, მათ შორის ჯავშანგამტანი ჭურვები გაღარიბებული ურანით. ოპერატიული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, უკრაინის მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის ხარჯვაზე კომენტარს არ გავაკეთებთ”, - წერს ჯეიმს ჰიპი დეპუტატ კენი მაკასკილის წერილობით მოთხოვნაზე პასუხად.