აქ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცუდი AI-ის პაროდიას გვთავაზობენ და ამისთვის ცნობილ ბენდსაც მიმართავენ. არსებულ კლიშეებს ეყრდნობიან და სამეცნიერო ფანტასტიკურ კადრებს გვთავაზობენ მომღერლების უხერხული გენერაციული ვერსიებით. მოკლედ რომ გითხრათ, იმას დასცინიან, თუ რამდენად მარტივი ხდება კონტენტის გენერირება და რამდენად იშვიათად არის იგი რეალურთან ახლოს.

ახლა ყველა ერთმანეთს AI-ის გამოყენებაში ეჯიბრება… ჩვენ კი გვინდოდა საპირისპირო მიმართულებით წავსულიყავით, დაგვეცინა ცუდ, გაზვიადებულ AI რეკლამებზე და ასე წინ წამოგვეწია ძალიან ადამიანური Almond Breeze. პროდუქტი ნამდვილად კარგია და ბრენდის რეალობასაც ესადაგება. აქ AI მხოლოდ ხელსაწყო იყო და არა მთავარი რამ. ხოლო, როცა პროდუქტი კარგია და ბრენდიც თავდაჯერებული, სიუჟეტის ზედმეტად დაპროექტებაც აღარ ხდება საჭირო, — განმარტავს McKinney-ის კრეატიული დირექტორი.

www.marketer.ge