თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, პირდაპირ ეთერში ცუდად გახდა, რის გამოც პირდაპირი ტრანსლაციის დროებით შეწყვეტა მოუწიათ.
შეწყვეტილი პირდაპირი ეთერი დაახლოებით 10 წუთის შემდეგ აღდგა. ერდოღანმა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მანამდე კი, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე სამუშაო ჰქონდა და ამასთან მუცლის ღრუს დაავადება აწუხებდა.
69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს ჩატარდება.