თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიცია არეულობის პროვოცირებასა და ტერორისტების დახმარებაში დაადანაშაულა.

ერდოღანმა ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც  ერთი დღით ადრე ერზრუმში ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს ქვები ესროლეს. იმამოღლუ მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატია.

"ისინი [ოპოზიცია] უსირცხვილოდ ცდილობენ, ცილი დასწამონ ჩვენს ქალაქებს პროვოკაციული სცენების მოწყობით. ისინი უკვე ცდილობენ არჩევნებში თავიანთი სავარაუდო მარცხის გადაფარვას პროვოკაციებით და ხალხის შეურაცხყოფით ცდილობენ". - თქვა ერდოღანმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ ასევე დაადანაშაულა ოპოზიცია ერზრუმში ძალადობის წაქეზებაში.

აღნიშნულ შემთხვევას თავად იმამოღლუც გამოეხმაურა.

"მათ შეუძლიათ, ქვები გვესროლონ, თუმცა ჩვენ მათ ვარდებით ვუპასუხებთ. ყველა აკეთებს იმას, რაც მას შეეფერება. აგიტატორებს მოსახლეობა გაკვეთილს ჯერ საარჩევნო ურნებთან ასწავლის, შემდეგ თითოეული მათგანი გასამართლდება დამოუკიდებელ სასამართლოში დანაშაულისა და ღალატისთვის". - თქვა ექრემ იმამოღლუმ.