ჯანდაცვის პოპულარულ კულტურაში C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები ნივთიერებაა. მას ხშირად მიწერენ, რომ გვიცავს გაციებისგან, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის სერიოზულ დაავადებებსაც კი.
მიუხედავად იმისა, რომ ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის, მისი სარგებელი ხშირად არასწორად არის გაგებული ან გადაჭარბებულადაა შეფასებული.
რა არის C ვიტამინი და რატომ სჭირდება ჩემს სხეულს
C ვიტამინი, ასევე ცნობილი, როგორც ასკორბინის მჟავა, ორგანიზმში რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, უჯრედებს იცავს დაზიანებისგან. C ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციებს, ეხმარება რკინის შეწოვაში და ჩართულია ჭრილობების მოშუშებაში.
C ვიტამინი ასევე ეხმარება კოლაგენის სინთეზს, რომელიც ქსოვილებს აერთიანებს და ღრძილებისა და კანის სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს.
C ვიტამინის მწვავე დეფიციტი იწვევს დაავადებას, რომელსაც სურავანდს უწოდებენ; ამ დროს, სხეული არასაკმარის კოლაგენს გამოიმუშავებს და ვერ ახერხებს ქსოვილის ერთიანობის შენარჩუნებას. საბოლოოდ, ღრძილები ვეღარ ახერხებს კბილების დაჭერას და ისინი ცვივა, სისხლძარღვები კი იშლება, რაც შინაგან სისხლდენას იწვევს.
ადამიანებს C ვიტამინის სინთეზი არ შეუძლიათ. ჩვენ ის საკვებიდან უნდა მივიღოთ. ჩვენი C ვიტამინის უმეტესი ნაწილი მოდის ბოსტნეულიდან (დაახლოებით 40%), ხილიდან (19%) და ბოსტნეულისა და ხილის წვენებიდან (29%).

ქიმიურად, საკვებ დანამატებში შემავალი C ვიტამინი საკვებში არსებულის იდენტურია. თქვენი სხეული განსხვავებას ვერ დაინახავს.
ის, რაც C ვიტამინის საკვები დანამატების ფორმას აკლია, არის ბოჭკო, ფლავანოიდები, სხვა ვიტამინები, მინერალები და საკვებში შემავალი ფიტოქიმიკატები, რომლებიც შეიძლება C ვიტამინთან ერთად მუშაობდნენ.
ეს სხვა ნაერთები ხელს უწყობს შეწოვას, უზრუნველყოფს დამატებით ანტიოქსიდანტებს და C ვიტამინთან ერთად, ჯანმრთელობას უზრუნველყოფს ისეთი ბენეფიტებით, რომლებიც თავად C ვიტამინს არ გააჩნია.
ისტორიულად, მეზღვაურებს ძლიერ შეზღუდული რაციონი ჰქონდათ და ხშირად ემართებოდათ სურავანდი. თუმცა, თუ დაბალანსებულად იკვებებით, არ გჭირდებათ C ვიტამინის საკვები დანამატები.
რას მკურნალობს და რას ვერ მკურნალობს C ვიტამინი?
ჩვეულებრივი გაციება
C ვიტამინს არეკლამებენ, როგორც იმუნური სისტემის გამაძლიერებელს. ფართოდ არის მიჩნეული ჩვეულებრივი გაციებისა და გრიპის პრევენციისა და მკურნალობის გზად.
თუმცა, ყველა არსებული მტკიცებულების მიმოხილვის შედეგები აჩვენებს, რომ 200 მგ ან მეტი C ვიტამინის რეგულარული მიღება არ ამცირებს გაციების შემთხვევებს.
C ვიტამინის საკვები დანამატის რეგულარული მიღება ამცირებს ხანგრძლივობას და 1000 მგ ან უფრო მაღალი დოზები ამცირებს ჩვეულებრივი გაციების სიმპტომების სიმწვავეს.
როცა C ვიტამინს ჩვეულებრივი გაციების სამკურნალოდ იყენებენ და იღებენ მხოლოდ გაციების სიმპტომების დასაწყისში, ის გავლენას ვერ ახდენს სიმწვავის ხანგრძლივობაზე. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა ძლიერ შეზღუდული სარგებელი, როცა მას ავად გახდომამდე ყოველდღიურად იღებენ, მაგრამ სარგებელი ძალიან მცირე იყო.
საერთო ჯამში, ავტორები ასკვნიან, რომ C ვიტამინის საკვები დანამატის რუტინული მიღება მიზანშეწონილი არ არის.
გულის დაავადება და ინსულტი
კვლევები აჩვენებს, რომ C ვიტამინის საკვები დანამატები არ ცვლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, მათ შორის გულის შეტევის, ინსულტის ან გულის ანგინის.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დღეში 200 მგ-ზე მაღალი დოზის C ვიტამინის საკვები დანამატები შეიძლება ამცირებდეს სისხლის სისტოლურ წნევას დაახლოებით 4 mmHg-ით და დიასტოლურ წნევას დაახლოებით 2 mmHg-ით. ეს ცვლილებები ძალიან მცირეა.
ასეთი ეფექტები აქვს რეგულარულ აერობიკულ ვარჯიშსაც და შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი არ იყოს ტრადიციული მედიცინის სამკურნალო საშუალებებთან შედარებით, რომლებიც როგორც წესი, სისტოლურ წნევას სულ მცირე 12 mmHg-ით ამცირებენ.
კიბო
მრავალი კვლევის თანმიმდევრული შედეგები აჩვენებს, რომ C ვიტამინის დანამატების მიღება კიბოს პრევენციას ვერ ახერხებს; მათ შორის ვერც კუჭ-ნაწლავის, ფილტვის, ძუძუს, პროსტატის და კოლორექტალურ კიბოს.
შესაძლებელია თუ არა ზედმეტად ბევრი C ვიტამინის მიღება?
ზრდასრულებისთვის C ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზა არის 45 მგ. ამდენი შეგიძლიათ მიიღოთ ერთი პატარა ჭიქა ფორთოხლის წვენიდან.
ზრდასრულებისთვის დასაშვები ზედა დოზა არის დღეში 2000 მგ.
C ვიტამინი წყალში ხსნადია და გამოიყოფა შარდში, შესაბამისად, ორგანიზმს მისი შენახვა არ შეუძლია. შედეგად, დოზის გადაჭარბებას რაიმე სარგებელი არ აქვს და პირიქით, შეიძლება ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნას.
C ვიტამინის მაღალი დოზის მიღებამ (დღეში 2000 მგ-ზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ან სერიოზული გვერდითი ეფექტები. ცნობილია, რომ ზედმეტად ბევრის მიღება იწვევს დიარეას, გულისრევას და მუცლის სპაზმებს. ასევე შეიძლება წვლილი შეიტანოს თირკმლის კენჭების წარმოქმნაში, მაგრამ მხოლოდ კაცებში.
C ვიტამინი შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური იყოს თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონეთათვის, რადგან ის ორგანიზმიდან თირკმელების მიერ გამოიდევნება. როცა თირკმელები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს, ეს ვიტანიმი შეიძლება დაილექოს და წარმოქმნას კენჭები.
უმეტესი ადამიანისთვის, C ვიტამინის ტაბლეტი არასაჭიროა. საკმარისი რაოდენობით მიიღებთ დაბალანსებული კვებით, ისეთი საკვებიდან, როგორიცაა ციტრუსი ხილი, კენკრა, პომიდორი, წიწაკა, ბროკოლი და კომბოსტო.
მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ C ვიტამინის დანამატები ხელს უშლის გაციებას, გულის დაავადებებს ან კიბოს. სინამდვილეში, რისკები შეიძლება აჭარბებდეს სარგებელს.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.