ათიდან შვიდი ბიზნეს მოგზაური კმაყოფილია თავისი კომპანიის პოლიტიკით სასტუმროებთან და სასურველ მიმწოდებლებთან დაკავშირებით, – ნათქვამია BCD Travel-ის კვლევაში, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო მასშტაბით 1035 ბიზნეს მოგზაური გამოიკითხა.
ამავდროულად, რესპონდენტებმა მთავარ უხერხულობად დაასახელეს ნელი Wi-Fi, საუზმის გარეშე ტარიფი, მოძველებული ნომრები და არაკომფორტული საწოლები. კვლევამ აჩვენა, რომ მოგზაურთა უმეტესობა 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს ირჩევს.
ბიზნესმოგზაურები, რომლებიც ზოგჯერ ბინებში ჩერდებიან, აღნიშნავენ, რომ ამ ტიპის საცხოვრებელი უფრო მოსახერხებელია ხანგრძლივი ყოფნისთვის, რადგან ის მეტ სივრცეს, საჭმლის მომზადებისა და სარეცხის რეცხვის შესაძლებლობას სთავაზობს.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე